დავით მათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: რევოლუცია უნდათ? ზღვარსგადასული აგრესია და ბოღმა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაგროვილი, კიდევ ერთხელ გადმოანთხია ქადაგიძემ

დავით მათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: რევოლუცია უნდათ? ზღვარსგადასული აგრესია და ბოღმა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაგროვილი, კიდევ ერთხელ გადმოანთხია ქადაგიძემ

ზღვარსგადასული აგრესია და ბოღმა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაგროვილი, კიდევ ერთხელ გადმოანთხია ქადაგიძემ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით.

„ის [გიორგი ქადაგიძე] არის ჩვეულებრივი ნაცი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი სახე. გუშინდელმა მისმა მოწოდებებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ, კარგად დაანახა რას წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობა“. რევოლუციური მოწოდებები იყო. რევოლუცია უნდათ? ზღვარსგადასული აგრესია და ბოღმა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს დაგროვილი, კიდევ ერთხელ გადმოანთხია ქადაგიძემ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

გუშინ პარლამენტის მიმდებარე აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს. დაშავდა ერთი პოლიციელი. მას დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს. აქცია გუშინ, საღამოს 7 საათზე დაიწყო და გვიან ღამით დასრულდა. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლები დასრულდა, გიორგი ქადაგიძემ შეკრებილებს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის წრე დაერტყათ. აქციის მონაწილეებს წინ ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე მიუძღოდნენ, რომლებმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებებიც. „ქრონიკის“ინფორმაციით, აქციაზე სიტუაციის დაძაბვას ზურაბ ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი ცდილობდნენ. ჩიქოვანი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. მასთან ერთად ამ პროცესებში, ჩართული იყო ალექსანდრე ზიბზიბაძე, „მომავლის აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.