რატი იონათამიშვილი: გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრი პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ ე.წ. ორგანიზატორებს

რატი იონათამიშვილი: გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრი პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ ე.წ. ორგანიზატორებს

გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრი პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ ე.წ. ორგანიზატორებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„გუშინდელ აქციაზე ძალიან ბევრი პროვოკაციის მცდელობა ჰქონდათ ე.წ. ორგანიზატორებს. ისინი არიან რადიკალური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ერთი სული ჰქონდათ, არეულობა მომხდარიყო. საერთოდ არ ადარდებთ საქართველო, ჩვენი ქვეყანა. ისინი ხელს მოაწერენ დღესვე, ოღონდ თვითონ იყვნენ ხელისუფლებაში და თუნდაც დაეცეს და განადგურდეს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

გუშინ პარლამენტის მიმდებარე აქციაზე 14 ადამიანი დააკავეს. დაშავდა ერთი პოლიციელი. მას დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენეს. აქცია გუშინ, საღამოს 7 საათზე დაიწყო და გვიან ღამით დასრულდა. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ. მას შემდეგ, რაც ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლები დასრულდა, გიორგი ქადაგიძემ შეკრებილებს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის წრე დაერტყათ. აქციის მონაწილეებს წინ ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე მიუძღოდნენ, რომლებმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე ისმოდა ძალადობრივი მოწოდებებიც. „ქრონიკის“ინფორმაციით, აქციაზე სიტუაციის დაძაბვას ზურაბ ჯაფარიძე და დიმიტრი ჩიქოვანი ცდილობდნენ. ჩიქოვანი დავით კეზერაშვილის ცოლის ძმაა. მასთან ერთად ამ პროცესებში, ჩართული იყო ალექსანდრე ზიბზიბაძე, „მომავლის აკადემიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.