სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სხდომის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა 12:00 საათიდან დაიწყეს შეკრება. აქციაზე იმყოფებიან მათ შორის სამოქალაქო აქტივისტები. მათი მოთხოვნა არის უცვლელი. ისინი აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონ-პროექტს და ითხოვენ, რომ ეს კანონპროექტი უკან გაიწვიონ, რადგან ფიქრობენ, რომ კანონი აცდენილი ევროპულ სულისკვეთებას.

აქციაზე ასევე იმყოფებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ შორის ისინი, ვინც გუშინდელ აქციაზე იმ დაპირისპირების კერებში იმყოფებოდნენ, რაც საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე მოხდა.