აშშ არ ჩაერევა უკრაინაში მიმდინარე ომში და არ ჩამოაგდებს საჰაერო სამიზნეებს, როგორც ამას ისრაელში აკეთებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა აშშ, ჩამოაგდოს ირანული დრონები, რომლებსაც რუსეთი იყენებს, კირბიმ განაცხადა, რომ საუბარია ორ განსხვავებულ კონფლიქტზე.
„საუბარია განსხვავებულ კონფლიქტებზე, განსხვავებულ საჰაერო სივრცეებზე, საფრთხეების განსხვავებულ სურათებზე.“, - აღნიშნა კირბიმ.
მისივე განცხადებით, ჯო ბაიდენმა თავიდანვე ნათლად დააფიქსირა, რომ აშშ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ აპირებს.