უკრაინის რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ, რომელსაც ახლა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მოაწეროს ხელი. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
საუბარია რამდენიმე საკანონმდებლო აქტში შესატან ცვლილებებზე, რომლებიც სამხედრო სამსახურის გავლის, მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის საკითხებს ეხება.
უკრაინის რადამ კანონპროექტს 11 აპრილს დაუჭირა მხარი. მანამდე დეპუტატებმა კანონპროექტიდან ამოიღეს ნორმები დემობილიზაციის შესახებ, რომელთა მიხედვითაც შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვდნენ სამხედროებს, რომლებსაც საომარი მოქმედებების პერიოდში ჯამში 36 თვე იმსახურეს.