ნინო წილოსანი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა აშიშვლებს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ ფარსს, სადაც საქართველოს ტერიტორიების, ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის მიმყიდველი ადამიანები გმობენ თურმე რუსეთს

ნინო წილოსანი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა აშიშვლებს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ ფარსს, სადაც საქართველოს ტერიტორიების, ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის მიმყიდველი ადამიანები გმობენ თურმე რუსეთს

ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და სურათი ძალიან დაწმინდა. ყველას სახე ძალიან კარგად გამოიკვეთა. გაბლარულ პოლიტიკურ ველზე როდესაც ბანდიტი და სადისტი ანგელოზის საფარქვეშ გვევლინებოდა, უცბად დალაგდა ყველაფერი, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„დღეს არჩევანი ცდება გამჭვირვალეობის კანონის მასშტაბს. ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილს და მის მიმდევრებს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ახლა არჩევანია ვის ანდობთ თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორისტად არის ქცეული, როცა არასამთავრობოდ გასაღებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან. „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის. ტერმინი „აგენტი“, რომელიც გასული წლის კანონპროექტში იყო მოხსენიებული და ახალ პროექტში საერთოდ არ ხსენდება, გერმანიის კანცლერს მიაწერა. აღნიშნულმა ადამიანმა თითქოს არ იცოდა, რომ ეს კანცლერის სიტყვები არ იყო და ისე გამოიყვანა, თითქოს კანცლერი მოძველებული ტერმინებით მოიხსენიებს ამ პროექტს.

ამ დღეებში ფაქტებით მანიპულირების, სიცრუის საოცარი მასშტაბით გავრცელების, „ფეისბუქზე“ სიმართლის დაბლოკვის, გაუმჭვირვალობის, ძალადობის გამოვლინების და მისი წახალისების საუკეთესო მაგალითები გვაჩვენეთ. ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის მერე ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით, ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ფეიკი ჟურნალისტი ქალები ყველაზე ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად, რამაც ყველა - დიდიან პატარიანად აღგვაშფოთა. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდება, ძალადობრივი შინაარსის ადამიანების კლასიკაა. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ. ფაქტობრივად ამ კანონპროექტის განხილვამ ბურუსი გაფანტა და სურათი ძალიან დაწმინდა. ყველას სახე ძალიან კარგად გამოიკვეთა. გაბლარულ პოლიტიკურ ველზე როდესაც ბანდიტი და სადისტი ანგელოზის საფარქვეშ გვევლინებოდა, უცბად დალაგდა ყველაფერი. გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვა არა მხოლოდ პოლიტიკოსებად ქცეული არასამთავრობოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ის აშიშვლებს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ ფარსს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვითომ პრორუსულობას აპროტესტებს და საქართველოს ტერიტორიების, ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის მიმყიდველი ადამიანები გმობენ თურმე რუსეთს და ახლა გამოდიან პროევროპულებად“, - აღნიშნა წილოსანმა.