მაკა ბოჭორიშვილი ალეკო ელისაშვილს: CNN-ზე კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი

მაკა ბოჭორიშვილი ალეკო ელისაშვილს: CNN-ზე კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ალეკო ელისაშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე, მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის ფაქტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეაფასა.

„არ შემიძლია გუშინდელი დღის ანტიგმირს, ალეკო ელისაშვილს არ მივმართო, უთხარი საზოგადოებას, რა დაჯდა შენი ჭკუით პროევროპული ქცევა გუშინ საქართველოს პარლამენტში. CNN-ზე კი არა კოსმოსში რომ აჩვენონ შენი მუშტი-კრივი და იქ გაგხადონ პოპულარული, სამწუხაროდ, ამ ქალაქში მაინც ის დარჩები, რადაც ყოველთვის გიცნობდა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები დეპუტატებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სიტყვით გამოსვლისას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.