გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციაში ე.წ. პოლიტიკური ლიდერები არ კმაყოფილდებიან რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი აქციით, მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს რადიკალიზმისკენ და ასეთი იყო გიორგი ქადაგიძის მოწოდება

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიციაში ე.წ. პოლიტიკური ლიდერები არ კმაყოფილდებიან რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი აქციით, მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს რადიკალიზმისკენ და ასეთი იყო გიორგი ქადაგიძის მოწოდება

ოპოზიციაში ე.წ. პოლიტიკური ლიდერები არ კმაყოფილდებიან რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი აქციით და ამის შემდგომ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს რადიკალიზმისკენ, კანონდარღვევისკენ, შტურმისკენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გიორგი ქადაგიძის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა, რომელმაც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილებს პარლამენტისთვის წრის დარტყმისკენ მოუწოდა.

“ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, ოპოზიციაში ე.წ. პოლიტიკური ლიდერები არ კმაყოფილდებიან რამდენიმესაათიანი მშვიდობიანი აქციით და ამის შემდგომ მოუწოდებენ აქციის მონაწილეებს რადიკალიზმისკენ, კანონდარღვევისკენ, შტურმისკენ და ასეთი იყო გიორგი ქადაგიძის მოწოდება. ამის შემდგომ იყო მცდელობა რადიკალური პროცესების, თუმცა, შესაბამისმა უწყებებმა თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე მართეს პროცესები”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.