ლოცვით, შეშფოთებითა და ტკივილით ვეცნობით ამბებს, რომელიც ისრაელიდან ბოლო საათებში მოვიდა, სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით ირანის ქმედებების გამო, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ახლო აღმოსავლეთის კიდევ უფრო დიდ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხის შემცველია.
„გულწრფელად მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ ნებისმიერი ქმედება, რამაც შესაძლოა გაამწვავოს ძალადობა. ეს ახლო აღმოსავლეთის კიდევ უფრო დიდ კონფლიქტში ჩათრევის საფრთხის შემცველია“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ირანმა ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 300-მდე დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. იორდანიის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ დრონებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ისრაელში კი 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა.