დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის პირველი კვარტლის პირველ ბ კორპუსში ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.
აღნიშნულ მისამართზე ე.წ „კარაჩაროვის ტიპის“ ამორტიზებული ლიფტი ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ლიფტით ჩანაცვლდა, ასევე, რეაბილიტირდა კორპუსის დაზიანებული სახურავი. განხორციელებული სამუშაოების ღირებულებამ 66 271 ლარი შეადგინა.
დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.