ირაკლი ზარქუა: გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა, აქვეყნებენ მარაზმს, თურმე კანონპროექტი რუსულია, რადგან რეგისტრაცია უნდა გაიარონ

ირაკლი ზარქუა: გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა, აქვეყნებენ მარაზმს, თურმე კანონპროექტი რუსულია, რადგან რეგისტრაცია უნდა გაიარონ

გამჭვირვალობის კანონპროექტი არის ქართული ინტერესების დამცველი ინიციატივა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ.

„დღეს გამოაქვეყნეს მარაზმი, თურმე რუსულია იმიტომ, რომ რეგისტრაცია უნდა გაიაროს. ბიჭო, შე დალოცვილო, თუ ლენჩი ხარ, რატომ გგონია, რომ ქართველ ხალხს შეცდომაში შეიყვან? „ფარა“ ამერიკულია და რეგისტრაცია აუცილებელია. რაღაც წითელ ფონზე გამოაქვეყნეს, ეს ხომ ბოლშევიზმია, ბოლშევიკები არიან. იქ წერია, თურმე ამათ უნდათ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობაო. რატომ ვითხოვთ ევროკავშირთან და სხვა ელჩებთან დებატებს? მათ არგუმენტები არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.