დავით მათიკაშვილი: როგორც ეტყობა ხოშტარიას რუსული არაფერი უყვარს, ფულის გარდა - ფული ძალიან უყვარს

დავით მათიკაშვილი: როგორც ეტყობა ხოშტარიას რუსული არაფერი უყვარს, ფულის გარდა - ფული ძალიან უყვარს

როგორც ეტყობა, ხოშტარიას რუსული არაფერი უყვარს, ფულის გარდა - ფული ძალიან უყვარს,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ არაჩვეულებრივად იცის ვინ აფინანსებს ოპოზიციას და რა დირექტივები მოდის კრემლიდან, რომელსაც ოპოზიცია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ასრულებს.

„როგორც ეტყობა, ხოშტარიას რუსული არაფერი უყვარს ფულის გარდა. ფული ძალიან უყვარს. ამ მოცემულობაში, ის რომ ასე ანტირუსულ, ურაპატრიოტულ განცხადებებს აკეთებს და სინამდვილეში მიერთებულია რუსულ რუბლებზე, ეგ ფუნტში ჩაერიცხებათ თუ ევროში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. კრემლიდან გადმორიცხული თანხა არის რუბლი. კარგად იცოდეს ხოშტარიამ და ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის აფილირებული, რომ საზოგადოებამ არაჩვეულებრივად იცის მათი დამფინანსებლებიც, კრემლიდან მომდინარე დირექტივებიც, რომელსაც ასრულებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს თვალთმაქცობა საბოლოოდ საქართველოში უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

რუსეთიდან მიღებულ ფულზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გოგი ხოშტარიამ „ქრონიკის“ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე კიდევ ერთი გადარიცხვა მოხდა.