იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, ხმაურით დაიწყო.
ხმაური ოპოზიციონერი დეპუტატის ბექა ლილუაშვილის განცხადებამ გამოიწვია. მან კანონპროექტს რუსული უწოდა, რასაც უმრავლესობის წევრები შეეწინააღმდეგნენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა თავი შეიკავოს დეზინფორმაციის გავრცელებისგან.