არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია იმართება. შეკრებილებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.