რეჟისორი რომ ხარ, უნდა გეყოს რეჟისორული ხელოვნება იმისთვის, რომ სათქმელი თქვა შენი ნაწარმოებით და არ დაგჭირდეს ასე ვთქვათ, პოლიტიკური „სფიჩი“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეს უამრავი ტრიბუნაა იმისთვის, რომ ადამიანმა თქვას თავისი პოლიტიკური აზრი.
„ახლა ამბობენ, რომ თეატრი ყოველთვის იყო პოლიტიზებული, სოფოკლედან, ევრიპიდედან მოყოლებული, მაგრამ თუ მაშინ ასე იყო, მაშინ სხვა ტრიბუნა არ არსებობდა. დღეს კი უამრავი ტრიბუნაა იმისთვის, ადამიანმა თქვას თავისი პოლიტიკური აზრი. როდესაც ადამიანი რეჟისორი ხარ, თუ არ გყოფნის თუნდაც იმის სიმართლე, რომ შენი რეჟისორული ნამუშევრით თქვა ეს სიმართლე, მაშინ ვფიქრობ, პატივი უნდა სცე იმ მაყურებელს, რომელშიც შესაძლოა შენი აზრის გამზიარებელი არ იყოს. რომელიც არის გადასახადის გადამხდელი, რომლის გადასახადითაც ის თეატრი ფეხზე დგას, ის თეატრი ხელფასს იღებს და ა.შ. თეატრი არის ყველასი და თვითონ რეჟისორმა არ უნდა დაყო ადამიანები ჩემიანად და სხვისიანად“, - განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.