ჩვენ არ უნდა დავუშვათ, როდესაც დავით აღმაშენებელს, მეფეთ მეფე თამარს აკნინებენ, როდესაც ილიაზე, აკაკიზე წერენ, ერეკლეზე წერენ, რომელსაც როდესაც გახადეს სასიკვდილო სარეცელზე, ჭრილობების რაოდენობა ვერ დათვალეს იმდენი ჰქონდა, - ამის შესახებ პიანისტმა, მუსიკის ექსპერტმა მარინა ლობჟანიძემ საზოგადოება „ქართულის“ დაფუძნებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს თავისი სამშობლო უნდა უყვარდეთ და უნდა იცოდნენ, მისი ისტორია.
„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქართველ ბავშვებს, საქართველოს მომავალს, საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს, სულერთია ქართველი იქნება, რუსი, სომეხი, ბერძენი თუ აზერბაიჯანელი, თავისი სამშობლო უყვარდეთ და იცოდნენ, მისი ისტორია“, - აღნიშნა მარინა ლობჟანიძემ.