CNN: ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საპასუხო შეტევაში

CNN: ბაიდენმა ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საპასუხო შეტევაში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ საპასუხო შეტევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.