კონგრესმენი რიჩ მაკკორმიკი: ჯო ბაიდენის პოლიტიკამ ირანის მიმართ გააძლიერა ტერორიზმი და საფრთხე შეუქმნა აშშ-სა და ისრაელს

კონგრესმენი რიჩ მაკკორმიკი: ჯო ბაიდენის პოლიტიკამ ირანის მიმართ გააძლიერა ტერორიზმი და საფრთხე შეუქმნა აშშ-სა და ისრაელს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, რიჩ მაკკორმიკმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკამ ირანის მიმართ გააძლიერა ტერორიზმი და საფრთხე შეუქმნა აშშ-სა და ისრაელს.

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ბაიდენის მიდგომას ირანის მიმართ სუსტი უწოდა.

„საშინელებაა იმის ფიქრი, რომ ჯო ბაიდენი ჩვენი მთავარსარდალია“, - აღნიშნა რიჩ მაკკორმიკმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა ბაიდენის გადაწყვეტილებას ირანის მიერ დრონების წარმოებაზე სანქციების შემსუბუქების შესახებ.

ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.

მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.