ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეკისრება.
„ირანის ამ თავდასხმაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება ბაიდენის ადმინისტრაციას“, - აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.
ჯონ ბოლტონის თქმით, ირანი გათამამებულია ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტის გამო.
„ირანი ამ ეტაპზე ძალიან დარწმუნებულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ მიიღებს მონაწილეობას ისრაელის საპასუხო ზომებში. ვიმედოვნებ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმისგან დაცვაში“, - დასძინა მან.
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
დანიელ ჰაგარის თქმით, რაკეტების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემის მეშვეობით ჩამოაგდეს, ძირითადად ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ.
მთლიანობაში ირანმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.