ისრაელის აეროპორტების ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო სივრცე დაიხურება ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან, ისრაელზე ირანის თავდასხმის ფონზე.
უწყება არ ავრცელებს დეტალებს იმის შესახებ, თუ როდის განახლდება ფრენები.
ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
„ცოტა ხნის წინ ირანმა თავისი ტერიტორიიდან ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა“, - ნათქვამია თავდაცვითი ძალების განცხადებაში.
ისრაელის არმიაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყველა სამიზნეს აკონტროლებენ.