ირანის საგარეო უწყება: საჭიროების შემთხვევაში, ირანი უყოყმანოდ მიიღებს დამატებით თავდაცვით ზომებს, რათა დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები ნებისმიერი აგრესიული სამხედრო ქმედებისგან

ირანის საგარეო უწყება: საჭიროების შემთხვევაში, ირანი უყოყმანოდ მიიღებს დამატებით თავდაცვით ზომებს, რათა დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები ნებისმიერი აგრესიული სამხედრო ქმედებისგან

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ უპასუხა დამასკოში ირანის საელჩოს წინააღმდეგ „სიონისტური რეჟიმის“ მიერ განხორციელებულ აგრესიულ აქტს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ირანის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მე-5 მუხლში გათვალისწინებულ თავდაცვის თანდაყოლილ უფლებას სიონისტური რეჟიმის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - ნათქვამია ირანის საგარეო უწყების განცხადებაში.

„საჭიროების შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა უყოყმანოდ მიიღებს დამატებით თავდაცვით ზომებს, რათა დაიცვას თავისი ლეგიტიმური ინტერესები ნებისმიერი აგრესიული სამხედრო ქმედებისგან და ძალის უკანონო გამოყენებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.