ისრაელზე ირანის თავდასხმის შედეგად, 10 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
როგორც მედიკოსები აცხადებენ, 10 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა.
ისრაელის თავდაცვითი ძალების ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ 100-ზე მეტი ირანული დრონი უკვე ჩამოგდებულია.
მანამდე ისრაელის თავდაცვით ძალებში დაადასტურეს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონების გამოყენებით თავდასხმა დაიწყო.
გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს.