გაეროში ისრაელის ელჩი გაეროს გენერალურ მდივანს: ირანმა დაარღვია გაეროს წესდება - სად არის თქვენი ხმა? გაიღვიძეთ!

გაეროში ისრაელის ელჩი გაეროს გენერალურ მდივანს: ირანმა დაარღვია გაეროს წესდება - სად არის თქვენი ხმა? გაიღვიძეთ!

გაეროში ისრაელის ელჩი, გილად ერდანი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მოუწოდებს, დაგმოს ისრაელზე ირანის თავდასხმა.

„ირანმა დაარღვია გაეროს წესდება და აჩვენა, რომ ის საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. სად არის თქვენი ხმა? სად არის თქვენი დაგმობა? გაიღვიძეთ!“ - განაცხადა გილად ერდანმა.