მიშო ჯავახიშვილი: როდესაც უცხოური ძალის დაფინანსებით ვინმე ეროვნულ კულტურას ეხება, დანაშაულია

მიშო ჯავახიშვილი: როდესაც უცხოური ძალის დაფინანსებით ვინმე ეროვნულ კულტურას ეხება, დანაშაულია

როდესაც უცხოური ძალის დაფინანსებით ვინმე ეროვნულ კულტურას ეხება, დანაშაულია, - განაცხადა ანსამბლ “მართვეს” სამხატვრო ხელმძღვანელმა მიშო ჯავახიშვილმა “დღის ქრონიკაში” გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას.

“ქართულ კულტურაზე, ამ დიდებულ განძზე დიდი არაფერი გაგვაჩნია. როცა ამას ეხება ვინმე და ეს ყველაფერი შეიძლება, უცხოური ძალის მიერ ფინანსდებოდეს, მიზანი კი უბრალოდ, ბზარის გაჩენა იყოს, არის დანაშაული. თუ ასეთი შემოტევები მომავალში გაგრძელდება, მთავრობას და საზოგადოებას არ აქვს უფლება, იცოდეს ასეთი ტიპის ფინანსები?” - აცხადებს მიშო ჯავახიშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ხდება შეტევა ეკლესიის, პატრიარქისა და ქართული კულტურის წინააღმდეგ.

“საფრთხეები ჩვენ ქვეყანას უკვე მრავალი წელია, უდგას. ყოველდღიურად არის შემოტევები და ბრძოლა ეკლესიის და პატრიარქის, კულტურის წინააღმდეგ. გარკვეული ძალები დაკავებული არიან იმით, რომ აღარ არსებობდეს კონკრეტული მიმართულებები, გაჩნდეს ბზარი. მე ვარ უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმის - ქართული ხალხური სიმღერის, მუსიკალური კულტურის წარმომადგენელი და ჩემს მეგობრებთან ერთად უამრავ ასეთ ბზარს და გადადგმულ ნაბიჯს ვეჯახები, რომელიც მიზანმიმართულია იქეთ, რომ ხვალ ეს ტრადიციები იყო დავიწყებული,” - განაცხადა მიშო ჯავახიშვილმა.