ნინო წილოსანი: პრეზიდენტმა აირჩია გზა, რომ დაუპირისპირდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს

ნინო წილოსანი: პრეზიდენტმა აირჩია გზა, რომ დაუპირისპირდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს

პრეზიდენტმა აირჩია გზა, რომ დაუპირისპირდეს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„მან (სალომე ზურაბიშვილი) ასევე აქცენტები გააკეთა, რომ სულ მალე არჩევნებია და ცოტა დრო არის დარჩენილიო, ნამდვილად, ცოტა დრო აქვთ დარჩენილი, რომ ქართველი ხალხისა და საზოგადოების მხრიდან მათ უმსგავსობებს საბოლოოდ დაესვას წერტილი.

2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველას ლეგიტიმაცია დაკარგული ექნება. მე მოვუწოდებ მას ( სალომე ზურაბიშვილი) რომ თუ რაიმე იმედი აქვს საკუთარი თავის, გარისკოს და შემოვიდეს ამ ბრძოლაში. ადვილია საუბარი, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებით ხარ იმ სკამზე მოკალათებული, სადაც ახლა ის არის და უტრიალდები საკუთარ ამომრჩეველს და მათ წინააღმდეგ მიდიხარ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ ჰყავს ამომრჩეველი და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის იმედადაა.

„არჩევნები საკმაოდ დაძაბული იქნება, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ. ის ნდობა, რომელიც ხალხის მხრიდან გვაქვს, ის პრინციპული არჩევანი, რომელსაც ქართველი ხალხი აკეთებს - ვის მხარეს იდგეს, ეს რეიტინგებითაც ჩანს. „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ჩვენ ამ შესაძლებლობას, ქართველ ხალხთან ერთად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.