მამუკა მდინარაძე: გერმანია არის საქართველოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს

მამუკა მდინარაძე: გერმანია არის საქართველოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს

გერმანია არის საქართველოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„გუშინ კანონზე გადავიდა მთელი აქცენტები და ამას გავეცით პასუხები, მაგრამ ამ დროს ათი ამდენი, ვიდრე კანონთან დაკავშირებული ფრაზები, დაუთმო გერმანიის კანცლერმა და ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმ პროგრესს ჩვენს ურთიერთობაში და გერმანიის დამოკიდებულებას საქართველოს და მისი ევროინტეგრაციის მიმართ, რაც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მთავარი პოზიტიური მხარეა.

დიახ, გერმანია არის საქართველოს მხარდამჭერი და ერთ-ერთი მოწინავე იმ ქვეყნებს შორის, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს. ამიტომ ჩვენს გერმანელ კოლეგებსა და პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. სხვათა შორის, თანამშრომლობა გაღრმავებულია არა მხოლოდ პოლიტიკური მიმართულებით, მათ შორის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ბევრ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, რაც პოლიტიკურს სცდება და კიდევ ერთხელ მიანიშნებს და მიუთითებს ურთიერთობების პროგრესზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.