ირაკლი ღარიბაშვილი: ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში, მისი ყველა ნაბიჯი არის შეთანხმებული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან

ირაკლი ღარიბაშვილი: ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში, მისი ყველა ნაბიჯი არის შეთანხმებული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან

ე.წ. პრეზიდენტი მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში, მისი ყველა ნაბიჯი არის შეთანხმებული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„ძალიან ბევრი ვისაუბრე ე.წ. პრეზიდენტზე და ახალს ვერაფერს ვიტყვი. ის მთლიანად არის ჩართული რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის საქმიანობაში და სრულად კოორდინირებს მათთან, ყველა ნაბიჯი არის შეთანხმებული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედ მტრულ ძალებთან. ე.წ. პრეზიდენტი აღარ იმსახურებს ამხელა ყურადღებას ჩვენგან. სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე არის ოპოზიციონერი. მისი ყველა ქმედება არის საბოტაჟის, დაძაბულობის და პოლარიზაციის შემომტანი საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.