ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი და ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს

ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი და ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს

სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი და ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე დისკუსია შეწყდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ასევე მიუღებელია კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება, მით უმეტეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

„მოსამართლეების საკითხზე მე ძალიან ბევრი განცხადება გამიკეთებია. იცით, რომ ჯერ კიდევ ჩემი პრემიერობის დროს, შარშან მე საჯაროდ, ღიად გამოვუცხადე მხარდაჭერა ჩვენს მოსამართლეებს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევის მცდელობა ჩვენი სასამართლოს დამოუკიდებლობაში. კონკრეტული მოსამართლეების გვარების ხსენება ასევე მიუღებელია, მით უმეტეს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. მე მგონია, რომ ეს საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ თუ რაიმე მტკიცებულება არსებობს, ის უნდა იყოს გასაჯაროებული. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს და ჩვენ არ მიგვიღია არანაირი მტკიცებულება, ამიტომ ეს საუბარი უნდა შეწყდეს. ეს იქნებოდა ჩემი სურვილი და ჩემი პოზიციაც ეს არის. სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა არის დაუშვებელი და ანტიდემოკრატიული, ამიტომ ვისურვებდი, რომ ამ საკითხებზე ჩვენი დისკუსია შეწყდეს“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.