დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ სერ რიჩარდ ბარონსის განცხადებით, არსებობს სერიოზული რისკი, რომ უკრაინა 2024 წელს ომში დამარცხდეს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ბარონის თქმით, ამის მიზეზია ის, რომ უკრაინელებმა შეიძლება იფიქრონ, რომ გამარჯვების მიღწევა უკვე შეუძლებელია.
„როდესაც საქმე აქამდე მივა, რატომ გააგრძელებენ ადამიანები ბრძოლას და თავის გაწირვას, რათა დაიცვან ის, რისი დაცვაც შეუძლებელია?“ - ამბობს გენერალი.
მისივე განცხადებით, უკრაინა ჯერ არაა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ უკრაინული ჯარის შეიარაღების, ცოცხალი ძალისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების მარაგები კრიტიკულად დაბალ ნიშნულზეა. გასული წლის უკრაინული კონტრიერიშის შედეგად ვერ მოხერხდა რუსული არმიის უკუქცევა და ახლა მოსკოვი ზაფხულის იერიშს ამზადებს.
„რაღაც მომენტში მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში რუსეთი შეეცდება, გაარღვიოს უკრაინული თავდაცვითი ხაზები. ჩემი აზრი, პირველი მიზანი დონბასის რეგიონიდან გასვლა იქნება. რუსეთი შეეცდება, დაიკავოს ხარკოვი, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 29 კილომეტრში მდებარეობს - ეს დიდი პრიზი იქნება. ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ალბათობით, რუსეთს ექნება წარმატებები, მაგრამ გარღვევას ის ვერ მოახდენს“, - დასძინა ბრიტანელმა გენერალმა.