ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში უცნობმა პირმა რამდენიმე ადამიანი დანით დაჭრა. როგორც BBC იტყობინება, დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავებულთა შორისაა 9 თვის ბავშვიც.
თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა, ადგილზე მუშაობენ როგორც სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
მიმდინარეობს გამოძიება, თავდამსხმელის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.