გიორგი აბდალაძე: არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება

გიორგი აბდალაძე: არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა ვინც სამშობლოს ემსახურება

არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანია შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე სამართლიანი გადაწყვეტილება, დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება“, - წერს გიორგი აბდალაძე.

გიორგი აბდალაძე ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტორეპორტიორად მუშაობდა.

ცუგო- სინდისი ვისაც აქვთ მაგ ადმინისტრაციაში, ყველამ უნდა დატოვოს, მაგრამ... ფული, ბაბაია, ფული...
1 წლის უკან