დასრულდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც ჩვენ გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასეც გაგრძელდება და ამის დასტური იყო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა უმაღლეს დონეზე.
„აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გერმანიას და საქართველოს აქვს ძალიან მაღალი დონის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საკითხთან დაკავშირებითაც. ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს განსაკუთრებით მზარდი დინამიკა და რა თქმა უნდა, იყო მზაობა იმისა, რომ ეს დინამიკა იყოს შენარჩუნებული და ჩვენ შემდგომში კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა, რომელი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების გაძლიერებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.