უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით აშშ-ს გეგმა „ბ“ არ აქვს, გარდა იმ 60 მილიარდი დოლარისა, რომლის გამოყოფაც კონგრესში არსებული უთანხმოების გამო ვერ ხერხდება. ამის შესახებ Bloomberg-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს.
მათივე განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულია როგორც კონგრესმენი რესპუბლიკელებით, ასევე ევროპელი მოკავშირეებით, რომლებმაც, თეთრი სახლის აზრით, რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება კიევის დასახმარებლად უნდა გამოიყენონ.
ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა მიანიჭონ უკრაინას Patriot-ის სისტემები საკუთარი მარაგებიდან.