პენტაგონის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო იმით, რომ ისრაელმა აშშ სირიაში ირანულ ობიექტებზე ავიაიერიშის შესახებ აშშ-ს წინასწარ არ შეატყობინა. ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გამოცემა The Washington Post-ი წერს.
კერძოდ, პენტაგონის უკმაყოფილების მიზეზი უკავშირდება იმას, რომ ისრაელის იერიშის შემდეგ დაძაბულობის ესკალაციამ გაზარდა რისკები ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროებისთვის.
გასულ კვირაში ისრაელმა დამასკოში, ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც 13 ადამიანი, მათ შორის ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ 7 წევრი და 2 გენერალი დაიღუპა.