თურქეთმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ათპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ანკარის გეგმის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა აიღონ ვალდებულება, არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი და ხელახლა უნდა შეუერთდნენ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას.
გეგმა ასევე ითვალისწინებს ფრონტის ხაზის გასწვრივ ომის გაყინვას, 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებას, ასევე გარანტიას, რომ 2040 წლამდე უკრაინა არცერთ ბლოკს არ მიუერთდება, რუსეთი კი არ იქნება წინააღმდეგი, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს.