აშშ და მისი მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ ირანის ან მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან ისრაელში სამხედრო და სამთავრობო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმები გარდაუვალია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, პოტენციური თავდასხმა, შესაძლოა მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებით, უახლოეს დღეებში შეიძლება მოხდეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს საკუთარი ტერიტორიიდან, ისრაელი უპასუხებს და ირანის ტერიტორიას დაარტყამს.
ამერიკულმა ტელეკომპანია CBS News-მა გასულ კვირას ამერიკულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი და აშშ დარწმუნებულნი არიან, რომ სირიაში ირანის საკონსულოზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ირანი ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისთვის ემზადება.