დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში განაცხადეს, რომ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ახლა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ის პრეზიდენტის თანამდებობას არ იკავებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ შუამავლების მეშვეობით ტრამპს უკრაინაში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.
„ზელენსკის მხრიდან არანაირი კავშირი არ ყოფილა და პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში მისი ჩასვლა მიზანშეწონილი არ იქნება, რადგან ის არ არის მთავარსარდალი“, - განაცხადეს ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში.