ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. ოფიციალური კანბერას პოზიცია, საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკის კურსიდან გადახვევად აღიქმება.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გადაწყვეტილების მოტივად დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადება დაასახელა, რომელიც აცხადებდა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, მათ შორის გაეროში, ორი სახელმწიფოს პრინციპს წაადგება.