წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველით

წითელი კარტოფილი ნივრითა და ყველით

ინგრედიენტები

900   გრამი წითელი კარტოფილი

1/4  ჭიქა გამდნარი კარაქი

2   ჩ/კ დაკეპილი ნიორი

1   ჩ/კ მარილი

1   ცალი ლიმონის წვენი

1   ს/კ გახეხილი პარმეზანი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.

კარტოფილი სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად დაჭერით და მოათავსეთ 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე.

პატარა თასში აურიეთ გამდნარი კარაქი, ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი. მოასხით კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

დააფარეთ და აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ აცხვეთ დაუფარებლად დარბილებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით.