კიევი არ არის მზად, უცხო ქვეყნის ჯარისკაცები რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლელ პარტნიორებს შეუძლიათ გადაამზადონ უკრაინელი სამხედროები უკრაინაში ან დაეხმარონ მათ დაზიანებული სამხედრო ტექნიკის შეკეთებაში.
ზელენსკის თქმით, საბრძოლველად უცხო ქვეყნის ჯარისკაცების მიწვევა სერიოზულ რისკებს მოიცავს.