სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს - პრეზიდენტის თანამდებობისთვის მმართველი კოალიციის კანდიდატი, პარლამენტის სპიკერი პეტერ პელეგრინი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ივან კორჩოკი იბრძვიან.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
ბოლო სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ფავორიტად პეტერ პელეგრინი მიიჩნევა.