რატი იონათამიშვილი: ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. მოვისმინეთ მხოლოდ დეზინფორმაციები და ფაქტობრივი ტყუილები

რატი იონათამიშვილი: ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. მოვისმინეთ მხოლოდ დეზინფორმაციები და ფაქტობრივი ტყუილები

საპარლამენტო უმრავლესობაში გამჭვირვალობის შესახებ კანონ პროექტთან დაკავშირებით საუბრობენ და აცხადებენ, რომ დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, რადიკალები, ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანას.

„ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი გამჭვირვალობის შესახებ. მოვისმინეთ მხოლოდ დეზინფორმაციები და ფაქტობრივი ტყუილები თან იმ ადამიანებისგან, ვისგანაც დეზინფორმაცია ფაქტობრივად, სავაჭრო მარკად იქცა. ეს არის რადიკალური ოპოზიცია. შესაბამისად, ის ადამიანები, ვინც ამ მავნე ჩვევების მხარეს დგანან, ცხადია, დემოკრატიასთან მათ არაფერი აქვთ საერთო“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას - უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონი სამივე მოსმენით მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება მიღებული.