გივი მიქანაძე: ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, ამავდროულად, მას არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე

გივი მიქანაძე: ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, ამავდროულად, მას არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე

ფაქტობრივად, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, ამავდროულად, მას არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ახლა, როდესაც მან მოითხოვა შესაბამისი პროცედურით ნებართვა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მისი წინა ქმედებები იყო კონსტიტუციასთან შეუსაბამო, მაგრამ, ამავდროულად, არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია საზოგადოების წინაშე კონსტიტუციის დარღვევაზე. ასეთი ადამიანისთვის იმის უფლების მიცემა, რომ მან განახორციელოს ქვეყნის სახელით მაღალი რანგის ოფიციალური ვიზიტი, რა თქმა უნდა, არანაირ საფუძველს არ იძლევა“, - აღნიშნა მიქანაძემ.

სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაარღვია - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ზურაბიშვილის მხრიდან ლიეტუვაში ვიზიტზე მთავრობის ნებართვის მოთხოვნას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს და საგარეო პოლიტიკას, რის გამოც მას ლიეტუვაში ვიზიტთან დაკავშირებით უარი უთხრეს.