ისრაელმა უნდა გადადგას ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანების აღმოსაფხვრელად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
„დღეს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს და აღვნიშნე, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაკებზე დარტყმები და ღაზაში [არსებული] ჰუმანიტარული მდგომარეობა მიუღებელია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.