ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში რაფაჰსა და ხან-იუნისზე იერიშებს განაგრძობს. გავრცელებული ცნობით, საარტილერიო ცეცხლის სამიზნეში ხან-იუნისის დასავლეთი ნაწილი და რაფაჰის აღმოსავლეთი ტერიტორია მოექცა. „ცაჰალი“ ოპერაციას დასავლეთის მოწოდების მიუხედავად აგრძელებს.
პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე კვირაში შეერთებულმა შტატებმა ისრაელისთვის 1000-ზე მეტი ბომბის მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა, თუმცა, ამავე ცნობის მიხედვით, შეიარაღებას ქვეყანა მომავალ წლამდე ვერ მიიღებს.