„სარჩული მოაბეს, თითქოს აქ ვინმე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებს დევნის“ - ადიგენის ცენტრში მოსახლეობა კვლავ შეიკრიბა

„სარჩული მოაბეს, თითქოს აქ ვინმე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებს დევნის“ - ადიგენის ცენტრში მოსახლეობა კვლავ შეიკრიბა

ადიგენის ცენტრში კვლავ მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები მერაბ მიქელაძის სახლში სულეიმანჯების სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან. მათ ეჭვი აქვთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები საკითხს სპეკულაციისთვის იყენებენ და საზოგადოება შეცდომაში შეჰყვათ, თითქოს მინიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებები იზღუდება.

ცნობილია, რომ სულეიმანჯები სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს არ ემორჩილებიან. რელიგიის საკითხთა სააგენტო კი მერაბ მიქელაძეს, რომელმაც სახლში სამლოცველო მოაწყო, სთავაზობს სახლის გამოსყიდვას ან ადგილმონაცვლეობას.

„ამ რადიკალურმა ფრთამ, მოინდომა ასეთი დაძაბულობა შემოეტანა ადგილობრივ მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის, რომლებიც უკვე რამდენიმე წელი თანაცხოვრობენ და ძალიან თბილი და კარგი დამოკიდებულება აქვთ. სარჩული ამოაბეს, თითქოსდა აქ ვინმე ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებს დევნის“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ნიკოლოზმა.