უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა მხარს უჭერს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიანი 100 მილიარდი დოლარის ოდენობით ფონდის შექმნის თაობაზე, მაგრამ არ სჯერა მისი განხორციელების ამჟამინდელი ფინანსური მოდელის პირობებში.
კულებას თქმით, ფონდის იდეაა, რომ ალიანსის წევრების წვლილი უკრაინის სამხედრო დახმარებაში თანაბრად გადანაწილდეს მათ შორის.
„დაფინანსების დღევანდელ მოდელში ამ ინიციატივას ნულოვანი შანსი აქვს, რადგან 500 მილიონ დოლარს ვერ აგროვებენ, ხოლო არსებული მოდელით 20 მილიარდი დოლარის შეგროვება დასჭირდებათ. მაგრამ თუ შესაძლებელი გახდება ნატოს თითოეული წევრის დაფინანსებაში სავალდებულო მონაწილეობის ფორმულის გამოთვლა, მაშინ ამ იდეას აქვს არსებობის უფლება და განხორციელების შანსი“, - დასძინა დმიტრო კულებამ.
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ინიციატივით გამოდის, შეიქმნას 100 მილიარდი დოლარის ოდენობის მოკავშირეთა კონტრიბუციის ფონდი უკრაინისათვის.