აფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი განცხადებით, გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი.
„„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი“, – წერს ელჩი.