ქალაქ ჰავრის მერიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა - ქალაქის მერს და ყოფილ პრემიერს, ედუარ ფილიპს შევიწროებაში და საჯარო სახსრების არამიზნობრივ გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Politico ფრანგულ Le Monde-ზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, გამოძიება სწავლობს მრავალწლიან შეთანხმებას, რომელსაც ფილიპმა და მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ, სტეფანი დე ბაზლერმა მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც დე ბაზლერი თავმჯდომარეობს, ჰავრის ინოვაციების ცენტრის მართვის უფლება მოიპოვა.
ედუარ ფილიპი პრემიერის თანამდებობას 2017-2020 წლებში იკავებდა, 2020 წლიდან კი ჰავრის მერი გახდა.