ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ მიუღებლად მიიჩნევს ომის კაბინეტის მინისტრის, ბენი განცის მოწოდებას სექტემბერში არჩევნების ჩატარების თაობაზე.
„ისრაელის სახელმწიფოსთვის ამ საბედისწერო მომენტში და ომის დროს ბენი განცმა უნდა შეწყვიტოს წვრილმან პოლიტიკაში ჩართულობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პარტია იშლება“, - ნათქვამია პარტია „ლიკუდის“ განცხადებაში.
„ვადამდელი არჩევნები აუცილებლად გამოიწვევს პარალიზებას [ომში] და [საზოგადოებრივ] განხეთქილებას, გარდა იმისა, რომ ზიანს მიაყენებს ისრაელის თავდაცვითი ძალების მიზანს რაფაჰში შესვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.